რესტორნებისთვის კურიერებისთვის ჩვენს შესახებ წესები და პირობები კონფიდენციალურობა contact@elvis.ge 032 2502502

ჩვენს შესახებ

ელვისი ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

Elvis-ს ბაზარზე ინოვაციური და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა გამოარჩევს, რაც საკურიერო სფეროში მრავალი მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვაში გამოიხატება. ჩვენი მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

სწორედ გამჭირვალობა და პასუხისმგებლობა წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პრინციპს. ერთი მხრივ, მომხმარებელს სრული წვდომა აქვს პარტნიორი ობიექტების მონაცემებზე, მეორე მხრივ კი ნებისმიერ ხარვეზზე იღებს აქტიურ კომუნიკაციასა და კომპენსაციების საინტერესო პაკეტებს.

ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს სწრაფვა აქვს მუდმივი ტექნოლოგიური განვითარებისკენ, რაც Elvis-ს ლოიალურ ქართულ პარტნიორად აქცევს კომპანიებისთვისაც. ჩვენი მიზანია, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის საფუძველზე პარტნიორ ობიექტებს მოქნილი და სამართლიანი კონკურენტული პირობები შევუქმნათ. ელვისის დახმარებით ობიექტებს წვდომა აქვთ მომხმარებლის ინტერესებსა და ქცევაზე, ჩვენი უნიკალური აპლიკაცია კი ხელს უწყობს ანალიტიკისა და მონაცემების მართვაში. გარდა ამისა, ყოველ პარტნიორ ობიექტს ინდივიდუალურ მარკეტინგულ კამპანიას ვთავაზობთ.

და რაც მთავარია, ჩვენი გუნდი მუდმივად ღიაა საინტერესო და ინოვაციური იდეების მოსასმენად!